Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის გზის პროექტი, სადაც ყველაზე მაღალი თაღოვანი ხიდი შენდება?

May 19, 2025
რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის გზის პროექტი, სადაც ყველაზე მაღალი თაღოვანი ხიდი შენდება?

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. ამ გვირაბებიდან ყველაზე გრძელი 9-კილომეტრიანი გვირაბის და მისი დამხმარე საევაკუაციო გვირაბის გაჭრა გასულ წელს დასრულდა.

გზის მთლიანი ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მისი განცხადებით, ამ დროისათვის, სულ, დასრულებულია 1 ხიდის და 3 გვირაბის მშენებლობა.

შესაბამისად, პროექტის დასრულებისთვის ძირითადი კაპიტალური სამუშაოებიდან ხიდების აგება არის დარჩენილი. უკვე აშენებულია პირველი 435 მეტრის სიგრძის ხიდი, რომლის ბურჯებიც ამ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე მაღალია და 47 და 48 მეტრს შეადგენს.

დაწყებულია დანარჩენი ხიდების მშენებლობის მოსამზადაბელი სამუშაოები. მათგან ყველაზე რთულია 426 მეტრის სიგრძის და 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს შედარებით მცირე (322 მ, 218 მ, 148 მ და 42 მ) ხიდების მშენებლობასაც.

2025 წელს პროექტის კაპიტალური სამუშაოების დაფინანსება სულ 200 მილიონი ლარით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გზის მშენებლობა 2026 წელს უნდა დასრულდეს, როდესაც დარჩენილი 30 მილიონი ლარის კაპიტალური სამუშაოები უნდა შესრულდეს.

პროექტი გუდაურში მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს. გზის სამშენებლო სამუშაოები ორ ნაწილად არის დაყოფილი, მათგან ყველაზე ძვირად ღირებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის და მისი საევაკუაციო გვირაბის მონაკვეთი, რომელზეც ჩინური კომპანია China Railway Tunnel group Co მუშაობს. ამ კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებული ორივე გვირაბის გაყვანა დასრულებულია და მათი შიდა მოსახვისა და ვენტილაციის სისტემით აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება გზის მეორე 12.7-კილომეტრიან მონაკვეთს, მისი ღირებულებაა 317 მილიონი ლარი და მასზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ახორციელებს. გზის ეს მონაკვეთი ითვალისწინებს 5 ხიდის და 4 გვირაბის მშენებლობას და ასევე 1 ხიდის რეაბილიტაციას. გზის ამ მონაკვეთზე გვირაბების სიგრძეებია 1541 მეტრი, 194 მეტრი, 388 მეტრი და 299 მეტრი. ხოლო ხიდების სიგრძეებია 435 მეტრი; 426 მეტრი; 322 მეტრი; 218 მეტრი; 148 მეტრი და 42 მეტრი.

ამჟამად სამუშაოების უმეტესი ნაწილი გზის სწორედ ამ მონაკვეთზე არის დარჩენილი.

გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი $415 მილიონით, EBRD-ი კი $60 მილიონით აფინანსებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს ბიჭი, რომელიც მტკვარში გადავარდნილი მანქანიდან მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს?
  • ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • “აითაჯის დაკარგვის დროს იგივე რატომ არ გაკეთდა?!”- რას წერს მეგობარი აითაჯ მამედოვას დაკრძალვიდან, რომლის ცხედარიც მტკვარში მაშველებმა იპოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge