ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ავტომობილი ელექტრობოძს შეეჯახა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მანქანაში სამი მოზარდი იმყოფებოდა. ორი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.