მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ოჯახი, სადაც ყველა ვეზიარებით ღვთის სიყვარულს, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, იმ ღირებულებებს, რომელზეც შემდეგ უნდა დაეფუძნოს ჩვენი არსებობა, სწორედ ოჯახში იწყება. მე, პირველ რიგში, მადლიერი ვიქნები და მინდა პატრიარქს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დღისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ვხედავთ, რამხელა სიხარულია დღეს ერში, რომ ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს,“ – განაცხადა მან.