Saturday, May 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება

May 17, 2025
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა იზღუდება

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ იუწყება.

მერიის განცხადებით, ოჯახის სიწმინდის დღის ფარგლებში რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი.

დედაქალაქის მერია წერს, რომ შეზღუდვა 17 მაისის 01:00-დან 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს.

“მსვლელობა დაიწყება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რა დროსაც, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ავლაბრის მოედნამდე.

რუსთაველის გამზირიდან, მთაწმინდის რაიონის ზედა ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ი.თარხნიშვილის, თ. ჭოველიძის, მ.ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, ი. გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან პეტრე მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ა. გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მ. ზანდუკელისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე და შემდეგ, გ. ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით”. – წერია განცხადებაში.

მერია წერს, რომ თავისუფლების მოედნის სრულად შეზღუდვისას, ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გია ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება გია ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისუფლების მოედნიდან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

“ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის შეზღუდვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდის გავლით, კ. ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ამასთან, ავლაბრის მოედანზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმის ქუჩის, იალბუზის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდგომ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებზე, ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით”. – წერს თბილისის მერია.

17 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ხოლო, ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

“უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდს და მარჯვნივ მოხვევით ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით დაუკავშირდებიან მერაბ კოსტავას ქუჩას და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ავლაბრიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდანვე დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

ასევე, ორთაჭალიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კოტე აფხაზის ქუჩიდან დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას. ანალოგიურად იმოძრავებენ სხვა მიკროავტობუსები და ავტობუსებიც – მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით განაგრძობენ სვლას”. – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო – რას მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა?
  • 🎥 დაპირისპირება პარლამენტის წინ – რა ხდება ადგილზე?
  • „ერთი დიდი ოჯახია საქართველო…“ – რას ამბობს მამუკა მდინარაძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge