უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ დღეს, რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.
მათივე ინფორმაციით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც დაეცნენ: კურახოვსკის, პოკროვსკის, ბახმუტსკის, უგლედარსკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის მიმართულებებით.
დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ასევე დააბრუნეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ სულ 75 რეპატრიაცია განახორციელა, რომლის დროსაც 9 744 დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს.