თბილისში, თავაძის ქუჩაზე ერთ-ერთ მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა, – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენები იყო.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
არსებული ცნობებით, მაღაზიაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტანისსამოსს ყიდდნენ. ნივთების ნაწილი სრულად განადგურებულია.