„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დღეს, 16 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ზაქარია მაისურაძის III შესახვევში, N3-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 16 მაისს, დღის 15:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 16 მაისს, 15:00 საათიდან 17 მაისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, გიორგი წმინდას, სოფელ გლდანს, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის და მებაღიშვილის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.