2 დღის წინ, ღამით, ზუგდიდში მიკროავტობუსი სამ მოზარდს დაეჯახა.
ამის შედეგად დაშავებული სამი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. გასულ ღამეს თბილისში “ამერიკულ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. არასრულწლოვანს ავარიის შემდეგ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას ასევე დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, რასაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მეორე არასრულწლოვანი ქუთაისის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.