გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიასთან „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„ახლა რომ გული წყდება, რომ პრემიერს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა, მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს ჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს, მაშინ უნდა მიხვდეს.და წითელი ხაზიაო, რომ ურეკავენ საქართველოდან თავის დროზე, თვეებით ადრე სხვადასხვა თემებზე და მაინც, ბოდიში ძალიან დიდი და ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას, ამ თავმოყვარეობის დაცემას, არავინ შეხედავს სერიოზულად და შეაფასებს ისე, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.ამიტომ, ეს პოლოლიკაშვილი იქნება, თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული, და ამას შემთხვევით არ ვიძახი, თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
თავად ზურან პოლოლიკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში თქვა: „თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება.“
მას მალევე უპასუხა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის კომენტარი იხილეთ ბმულზე.