საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი ჩაატარა.
მან რამდენიმე თემაზე, მათ შორის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ ისაუბრა.
„მეორე თემა არის ფარცხალაძის, რომელიც იყო და იდგა 9 მაისს პუტინის გვერდში. მხოლოდ ეს არ არის, ეს იყო საქართველოს გენპროკურორი, ადამიანი, რომლის ხელში გადიოდა ყველა ინფორმაცია. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელსაც იცავდა ივანიშვილი. მასზე თქვა: „მე ოთარს ვიცნობდი, კაცური და ვაჟკაცი კაცია, რატომ უნდა დავსაჯო, ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს“. მას შემდეგ, რაც რომანოვი გახდა, შესაძლოა, დასაჭერი გახდეს. ჩვენი უსაფრთხოების საკითხები, ის, რომ ეს კაცი შემოდის საქართველოში და გადის, ამ ურთიერთობაშია ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს, მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გარამჯვების დღისადმი მიძღვნის აღლუმს დაესწრო.