ავარია მახინჯაურში – თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
არსებული ცნობებით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა.