Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ემანდ, ხელი არავის დაგიცდეთ და ის გირაო არ გადაიხადოთ“ – ვის მიმართავს რეზო კიკნაძე სასამართლო პროცესიდან?

May 15, 2025
„ემანდ, ხელი არავის დაგიცდეთ და ის გირაო არ გადაიხადოთ“ – ვის მიმართავს რეზო კიკნაძე სასამართლო პროცესიდან?

ამ წუთებში მიმდინარე აქციებისას დაკავებული თერთმეტი აქტივისტის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის – სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ერთ-ერთმა დაპატიმრებულმა, რეზო კიკნაძემ სიტყვით გამოსვლისას მიმართა იმ პოლიტიკოსებს, რომელთა მიმართაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და მათ გირაო აქვთ შეფარდებული.

„გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, რომ ეს ნიშნავდა, ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ და ყველაფერს ვიკადრებ და ვისაც მინდა, დავიჭერო. ამასთან დაკავშირებით მინდოდა, მეთქვა, რომ ემანდ ხელი არავის დაგიცდეთ და ის გირაო არ გადაიხადოთ, თორემ თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას. ყველანაირ პატივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე გქონდათ.
ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და გავსულიყავით ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვიკადრეთ და არც ვიკადრებთ და თქვენც ნუ იკადრებთ და ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით.
ციხეში მოხვედრა სულაც არაა კატასტროფა, კატასტროფა ისაა, როდესაც ბრძოლას გაურბიხარ მაშინ, როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად და ბოლოს მოგკლავს შეწუხებული სინდისი, სულში გაჩენილი ბზარი ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩალურჯებული თვალი, ჩატეხილი კბილი თუ ერთი წლის ნახეხი დილეგი“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, გირაოს გადაუხდელობის გამო, გუშინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.

ასევე გირაო აქვთ შეფარდებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს: ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძეს.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ 11 პირს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და ის 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციელმა 18 წლის ცოლზე იძალადა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა” – რა ინფორმაცია ვრცელდება
  • “იცით, მგონი პასუხი აშკარაა” – რას აცხადებს ლავროვი?
  • “შექმნილ გარემოებათა გამო ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული” – რას წერს რომან გოცირიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge