სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ველოდებით ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“, – თქვა მან.