საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულების გისოსებთან გამოჩენას მომღერალი თემურ თათარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ეს ბუმერანგი რა ოხერი რამეა…. მარჯვენა ფოტოზე მე ვარ…“
ცნობისთვის, მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წლის 26 სექტემბერს დააკავეს. მას ნარკოტიკული ნივთიერება სუბუტექსის შენახვა-რეალიზაცია ედებოდა ბრალად. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თათარაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მომღერალი პატიმრობიდან 2008 წლის 27 იანვრის პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა.
პატიმრობას თათარაშვილი პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.
დღეს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მოქალაქეები ექს-პრეზიდენტის გასამხნევებლად და მისი პატიმრობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
სააკაშვილი აქციის მონაწილეებს საკნის გისოსებიდან მიესალმა.
„ძალიან მაგრები ხართ“, – ასე მიმართა მან მხარდამჭერებს.
აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით გაიმართა.
მათი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.
https://mix.metronome.ge/%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95/