ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში ოთხი ადამიანი ისხდა, აქედან ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. ის უკვე საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.
რაც შეეხება დანარჩენებს, „ერთი წყალმა წაიღოო, როცა ამოჰყავდათო. 2 მანქანაშიაო, ამბობენ…“ – აცხადებენ მათ შესახებ ადგილზე მყოფები მედიასთან.
ამასთან, მათივე თქმით, მანქანაში მსხდომები 20-დან 25-წლამდე ასაკის არიან, სკოლის მეგობრები.