Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქვა მომხვდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო…“ – რას ამბობს მოწმე პოლიციელი?

May 14, 2025
„ქვა მომხვდა ტუჩზე და გამეხა, 6 ნაკერი მედო…“ – რას ამბობს მოწმე პოლიციელი?

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებისას დაკავებული 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოზე მოწმე პოლიციელი, ნიკოლოზ ხურცილავა, იკითხება.

„დაახლოებით, 9-10 საათისკენ მივედით საპროტესტო აქციაზე. თავიდან, როცა მივედით, იყო წყნარი აქცია. არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნებოდა. იყო ბევრი ადამიანი. მერე ნელ-ნელა დაიწყო აგრესიული ქმედებები. ეს არ ყოფილა ერთი და ორი ადამიანისგან. თავიდან იყო ლანძღვა-გინებები, სხვადასხვა უწმაწური სიტყვის გამოყენება. შემდეგ არ ვიცი, რატომ და რის გამო, დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. ეს არ იყო ერთი და ორი კაცი, ეს იყო ათეულობით ადამიანი. ისროდნენ ქვებს, მსგავს მძიმე მასალებს პოლიციელების მიმართულებით.

ჩვენ ვიდექით ჭიჭინაძის ქუჩაზე. ჭიჭინაძის და რუსთაველის კვეთაზე. მომხვდა ქვა ტუჩზე, გამეხა. 6 ნაკერი მედო, 4 გარედან, 2 – შიგნიდან. წამიყვანეს საავადმყოფოში ჩემმა თანამშრომლებმა და მივიღე სამედიცინო დახმარება […] ვინ მესროლა კონკრეტულად, არ დამინახავს, ძალიან ბევრი მსგავსი მძიმე ნივთები მოდიოდა ჩვენი მიმართულებით, ფიზიკურად ვერ ვხედავდით, ვინ გვესროლა, იმიტომ რომ დაცვის რეჟიმში ვიყავით, თავში არ მოგვხვედროდა, მაგრამ საუბედუროდ მაინც მომხვდა სახის არეში“, – ამბობს ხურცილავა.

ეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაკავებულია მძღოლი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა
  • “იმედის” თანამშრომლის, შაკო ნათენაძის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა – საქმის ახალი დეტალები
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge