ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე (მეტსახელად პეპე) მუხიკა, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
მუხიკა ცხოვრების მოკრძალებული წესით იყო ცნობილი.
ბოლო წლებში ის სიმსივნეს ებრძოდა.
მისი 5-წლიანი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად მიიჩნევა: სიღარიბის დონის დაწევა (18.5 პროცენტიდან 9.7-მდე), ქვეყნის ისტორიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (6.3%), აბორტებისა და ერთი და იმავე სქესიანი ადამიანების ქორწინების ლეგალიზაცია; ასევე, მარიხუანის მოყვანისა და გამოყენების ლეგალიზაცია, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის. ურუგვაის პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა შექმნილიყო სოციალური გეგმა „ერთად“.