Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სანქციები მკაცრდება – რა კანონპროექტი დაამტკიცა პარლამენტმა?

May 13, 2025
190 000-მდე მოქალაქეს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება – ვის შეეხება ცვლილებები

პარლამენტმა დაამტკიცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანონო დამზადებაზე; რაც შეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

სანქციები მკაცრდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსება, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა, ხე-ტყის უკანონო დამზადება და მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება.

სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე განისაზღვრება. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა სამიდან ხუთ წლამდე იქნება.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 2872 მუხლი – სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება. მსგავსი ქმედების ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ განმეორებით ჩადენა ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. სანქცია იქნება ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული ხე-ტყის განთავსებისთვის. ამ ტიპის სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და ხე-ტყის უკანონო დამზადებაზე თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე იქნება. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა ოთხ წლამდე განისაზღვრა. იმ შემთხვევაში კი, თუ სამართალდამრღვევი იურიდიული პირია, მას ლიკვიდაცია ან 5 წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. ცვლილებებით  ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის და ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge