Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წულუკიანის კომისიაზე “ოცნების” ოპონენტების ლანძღვის პარალელურად, მაყვალა გონაშვილი პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოში დაასაქმეს

May 13, 2025
წულუკიანის კომისიაზე “ოცნების” ოპონენტების ლანძღვის პარალელურად, მაყვალა გონაშვილი პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოში დაასაქმეს

ოცნების პარლამენტი კულტურის კომიტეტში თეატრისა და კინოს, ასევე მწერლობის საკონსულტაციო საბჭოების შექმნას გეგმავს.  საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციად  კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაა. გადაწყვეტილება კულტურის კომიტეტმა მიიღო და განსახილველად ბიუროს წარუდგინა. სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება მოხდა ესწრებოდნენ, თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და წევრები: ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე; ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი და გრიგოლ აბესაძე.

მწერლობის საკონსულტაციო საბჭოში შევლენ

  • გურამ ოდიშარია – პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე;
  • ქეთევან დუმბაძე – სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი;
  • მაყვალა გონაშვილი – მწერალთა კავშირის თავმჯდომარე;
  • ქეთევან ტომარაძე – მწერალი, რედაქტორი.

თეატრისა და კინოს საკონსულტაციო საბჭო კი შემდეგი შემადგენლობით იქნება:

  • გიორგი სიხარულიძე – სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი;
  • ნიკოლოზ შველიძე – სსიპ ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი;
  • ლევან კოღუაშვილი – რეჟისორი;
  • დიმიტრი ღვთისიაშვილი – სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი.

“ეს იქნება საბჭოები, რომლებსაც მე პირადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმისთვის, რათა წარმატებით გადაიჭრას ჩვენს დარგებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ადამიანები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც ცალკე, ასევე საპარლამენტო ფორმატშიც. ისინი შეიკრიბებიან ჩვენთან ერთად და იმსჯელებენ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სხდომა 29 აპრილს გაიმართა, მაყვალა გონაშვილი, რომელიც საბჭოს წევრად აირჩიეს, კომიტეტის სხდომის პარალელურად წულუკიანის კომისიაზე გამოდიოდა და ოცნების ოპონენტებს ბრალდებებს უყენებდა.

რაც შეეხება მაყვალა გონაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს, გარდა მწერალთა კავშირისა, რომლის თავმჯდომარეც ისაა, ის ასევე წევრია ოქროს ფონდის, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საზოგადოების, საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტერატურული ფონდის, ამასთან არის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს რუსულენოვან ლიტერატორთა ასოციაცია “ნოვი სოვრემენიკის” დამფუძნებელი.

რეესტრის მიხედვით მაყვალა გონაშვილის მფლობელობაშია შემდეგი უძრავი ქონება:

2006 წელს შეძენილი 104 კვ.მ ბინა სოლოლაკში ლადო ასათიანის #14
2022 წელს შეძენილი 51 კვ.მ საოფისე ფართი გიორგი ნიკოლაძის #15 -ში 2023 წელს დარია პუგაჩევას მიჰყიდა.
2023 წელს შეძენილი 103.04 კვ.მ ფართის ბინა, რომლის 43 კვ.მ-ს მაყვალა გონაშვილი. 59 კვ.მ-ს კი ლერი გალავაშვილი ფლობს.

როგორ სარგებლობს მაყვალა გონაშვილი მწერალთა კავშირის ქონებით, ამის შესახებ გამოძიება შაბათის ეთერმა ჩაატარა. რომლის თანახმადაც,  მაჩაბლის #1-ში მდებარე  “მწერალთა კავშირის” კუთვნილ ქონება სალონისა და  აფთიაქისთვის აქვს მიქირავებული. მხატვრის ქუჩა #7-ში მდებარე ფართს, სადაც წესით, მწერალთა კავშირის სტამბა უნდა იყოს, ადგილობრივების თქმით, რუს ტურისტებზე აქირავებენ, ამ შენობას საბავშვო ბაღის ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge