„ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ არის გამოსწორებული.“
„ღიად არის გაცხადებული უსამართლობის გამოხატულებები, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში ხდება, მათ შორის ბოლო დროს განვითარებული პროცესები. ვგულისხმობ ირონიულად “მეგობრობის აქტად” წოდებული ყველანაირად მტრული განწყობებით გამსჭვალულ აქტს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა მიიღო. ამავდროულად, არის სურვილი, რომ საბოლოო ჯამში, დაძლეული იყოს გავლენები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე, ამ რეალობაშიც არ არის გამოსწორებული. ამიტომ ღია წერილი ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ, ხმამაღლა განცხადებას, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ერთგული პარტნიორი, თუმცა მოველით სამართლიან დამოკიდებულებას“, – აღნიშნავს წილოსანი.
შეგახსენებთ, დღეს დილით სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისთვის განკუთვნილი ღია წერილი, რომელიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობის გაგრძელების საკითხს ეხება.