მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში მარიამ კუკუნაშვილის პოსტს ეხმაურება და წერს, რომ დავით კოდუას შუახნის კრიზისი აქვს და ის ცოლს არასდროს მიატოვებს.
“არ დაიჯეროთ ხალხო არავინ რომ დათო ოდესმე მიატოვებს ნათიას… რაც არ უნდა მოხდეს… ძალიან ძლიერი ფესვები აქვს მათ სიყვარულს და ოჯახს ….ხოდა, ვაპატიოთ ახლა დათოს Mildlife crisis… ბოდიში, კომენტარებს ვერ და არ ვუპასუხებ…..მეზარება”, – წერს ფარულავა ‘ფეისბუქზე”.
რაზეც მარიამ კუკუნაშვილი პოსტის კომენტარებშივე პასუხობს:
“დაუბრუნდებაო, როგორ დაგვამშვიდე და დაგვაიმედე. შენი აზრით, ამ პოსტში იმაზე მეტი პრობლემა არ არის ვიდრე დათოს დაბრუნება? და შენ გგონია ჩემნაირი ქალები, ნებისმიერ კაცს ფინია ძაღლივით მუხლებზე რომ დააყენებენ, (თუ მოინდომებენ და იკადრებენ) დაუბრუნდებაზე წერენ ამხელა პოსტებს? რატომ ეს 60-იანი წლების მიტოვებული და სასოწარკვეთილი ქალების ნარატივი, უკეთესი არაფერი ვიცით და არაფერი გვემეტება საკუთარი თავებისთვის?”
ცნობისთვის, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ “ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ, ქალების მოტყუებას და ძალადობას არ უნდა ახალისებდნენ”.
მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ, შეყვარებული გამოაჩინა და კითხვას თუ ვინ არის მისი მომავალი შვილის მამა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი უპასუხა – Mr. and Mrs KoDua – დაწერა პაიჭაძემ. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.
ცნობისთვის, დავით კოდუაზე საქმე იყო აღძრული. მას მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ედავებოდნენ.
https://mix.metronome.ge/22618-2/