სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე მოდელის ალექსანდრა პაიჭაძისა და ბიზნესმენ დავით კოდუას შესახებ წერს და მათ მწვავედ აკრიტიკებს:
“დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, კარგის მეტი არაფერი მინდა არცერთი ქალისთვის, მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ შემიძლია. ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ, ქალების მოტყუებას და ძალადობას არ უნდა ახალისებდნენ. მახინჯი ხარ და სარკეში ჩაიხედეო, არ უნდა ეუბნებოდნენ…
კოდუა, შენ კი პიტალო ყ** ხარ. ქალი რომ შენს წარსულს პატივს არ სცემს და მაიმუნთან აიგივებს, მაიმუნთან ცხოვრობდიო, ბრმა იყავიო, გეუბნება, შენი შვილების დედა მაიმუნია, რომელსაც თითქმის ყოველდღე, სთორიში თუ ისე, ამ ფოტოებს ვუძღვნი, რათა შენმა შვილებმაც დაინახონ, რომ მათი დედა მაიმუნია, მამა კი ისეთი პიტალო ყ**, რომელიც მარტო უნდა წეწო, პარსო და წეწო, წეწო და პარსოვო…
შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? გულისამრევი ხარ შენ კოდუა… გულისამრევი მოძალადე ბაბულიკა ყ**. და არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს არაფრის ფასად”, – წერს მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში.
მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ, შეყვარებული გამოაჩინა და კითხვას თუ ვინ არის მისი მომავალი შვილის მამა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი უპასუხა – Mr. and Mrs KoDua – წერს პაიჭაძე.
ცნობისთვის, დავით კოდუაზე საქმე იყო აღძრული და მას მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ედავებოდნენ.