უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამეს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს 15 მაისს, ხუთშაბათს, თურქეთში პირადად დაელოდება.
“ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან”, – წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის წინადადებას წინ უძღვოდა მისი ინიციატივა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს ევროპელი ლიდერები და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკის შესთავაზა მოლაპარაკება ყველანაირი წინაპირობების გარეშე და განაცხადა, რომ იწვევს მოლაპარაკების მაგიდასთან, თურქეთში.
არსებულ ვითარებას ეხმიანება დონალდ ტრამპიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინამ პუტინთან შეთანხმებას უნდა დასთანხმდეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს, შესაძლებელია თუ არა პუტინთან შეთანხმება.
რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება. მას სურს ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე დაილაპარაკონ. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, ევროპელი ლიდერები და აშშ შესაბამისად იმოქმედებენ! მეეჭვება, რომ უკრაინა შეთანხმებას დადებს პუტინთან, რადგან პუტინი ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომლის მოგებაც ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.
შეხვდით, ახლავე!- დაწერა ტრამპმა.