მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსლეში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“საქართველოში ამინდის არასტაბილურობის მორიგი ნიშნები ბრუნდება, რაც ბევრ რეგიონში ელ-ჭექის, სეტყვისა და წვიმის გახშირებას გამოწვევს.
მომდევნო 4 დღის განმავლობაში საქართველოში კვლავ ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელებაა მოსალოდნელი, ტემპერატურა ყველაგან დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს, ლოკალურად შესაძლებელია ზოგან ძლიერი ნალექიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა მთიანი ტერიტორიები და კახეთის მხარე, სადაც ყველაზე მაღალი ალბათობაა ძლიერი წვიმისა და სეტყვის.
მშვიდ დღეებს გისურვებთ
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”