ქალებისთვის პოზიტიური დღის საწყისი მრავალი რამ შეიძლება გახდეს, მაგალითისთვის – ფინჯანი ყავა, კონტრასტული შხაპი, ვარჯიში, მზიანი, ან წვიმიანი დილა და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგრამ სარკეში ჩახედვისას განწყობებმა შეიძლება ფერი იცვალონ…
შინაგანი ღირებულებების გადაფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ქალები თავადვე მოიხიბლონ საკუთარი თავით, ისინი მუდმივად თავდაჯერებულნი უნდა იყვნენ და იცოდნენ, რომ განსაკუთრებულნი არიან, რომლებიც მუდამ ანათებენ.
სწორედ ასეთ განწყობაზე ზრუნავს კომპანია “ანათე”, რომელზეც ანა ქურდაძე გვიამბობს:
ფოტოებზე წარმოდგენილია “ანათეს” სამოსი
-“ანათეს” ისტორია 2018 წლიდან იწყება. საცალო ბიზნესში მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა, სხვადასხვა ბრენდული მაღაზიების მენეჯერი ვიყავი. მინდოდა თავადაც მქონოდა საკუთარი სივრცე. სამწუხაროდ, იდეა და ფინანსები თანხვედრაში ვერ მოდიოდა. ვიფიქრე, მცირედით მაინც დამეწყო… “თბილისი მოლში” აქსესუარების მაღაზია „ანათე” გავხსენი. განსხვავებული დიზაინის საყურეებითა და ჩანთებით ქალბატონებს ყოველდღიურობას ვუფერადებდით.
პანდემიის დროს, როდესაც მოლები დაიხურა, მაღაზიის დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ, პროდუქციის მარაგით ონლაინ რეალიზაციის წარმოება დავიწყეთ, მხოლოდ FACEBOOK და INSTAGRAM საკმარისი არ იყო, ამიტომ შევქმენი ვებ გვერდი: http://WWW.ANATE.GE
ამასთან, ქალის თეთრეულის რეალიზაციაც დავიწყეთ. მოვიძიე კომპანია, რომელიც სწორედ ქალის თეთრეულს აწარმოებს, ვაწარმოე მოლაპარაკებები… პრიორიტეტი პროდუქციის ხარისხი და ორიგინალური დიზაინი გახლდათ. სატესტო შეკვეთის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ მიზანმა გაამართლა, მხოლოდ მომხმარებლის რეაქციის გაგება იყო დარჩენილი, რამაც არ დააყოვნა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
– ონლაინ გაყიდვებში დღეს დიდი კონკურენციაა, პანდემიისგან გამოწვეულმა ვითარებამ, ეს კიდევ უფრო გააძლიერა, რატომ უნდა აირჩის მომხმარებელმა “ანათე” ?
-მართალია, გაიზარდა ონლაინ გაყიდვებით დაკავებული კომპანიების რაოდენობამ, მაგრამ ნიშა, რომელიც “ანათეს” აქვს დაკავებული, მსგავსი ბაზარზე არ მოიძებნება. “ანათეს” პროდუქციის მომხმარებლის სეგმენტი კონკრეტულია: ქალები, რომელთაც სურთ სექსუალურად გამოიყურებოდნენ; ქალები, რომელთაც თეთრეული საჩუქრად სურთ; ქალები, რომელთაც ყოველდღიური თეთრეული სჭირდებათ; მამაკაცები, რომელთაც სურთ საჩუქარი გაუკეთონ პარტნიორს; ქალები ჭარბი წონით…
სეგმენტიდან გამომდინარე, მათ მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. გვაქვს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, განსხვავებული დიზაინით, მოქნილი და კომფორტული შეძენის საშუალებით და სწრაფი მიტანის სერვისით.
– კონკურენტებთან შედარებით, რა უპირატესობას ფლობს “ანათე”?
– ჩვენ გვაქვს სექსუალური თეთრეული, რომელიც დიზაინის მრავალფეროვნებით და ფერების ფართო პალიტრით გამოირჩევა. “ანათეს” თეთრეულის მორგება ნებისმიერი პარამეტრის მქონე ქალს შეუძლია. გვაქვს ზომები S – 4XL ჩათვლით.
-როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი მომხმარებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი – ხარისხი, ფასი, გარანტია? – რით იხიბლება უპირველესად ის?
-პირველ რიგში, ჩვენთვის მთავარია ხარისხი. ამასთან, გვინდოდა, ჩვენი თეთრეული ხელმისაწვდომი ყოფილიყო იმ ქალბატონებისთვისაც რომელთაც არ აქვთ საკმარისი შემოსავალი ამიტომ, ფასები მისაღებია, ვცდილობთ “ანათეს” პროდუქციით ყველა ქალს გავუფერადოთ ცხოვრება.
-აქვს თუ არა კომპანიას რაიმე ისეთი მახასიათებელი, რამაც შეიძლება მომხმარებლის ნდობა კიდევ უფრო გააძლიეროს?
-ჩვენ არ გვყავს უკმაყოფილო მომხმარებელი. არის შემთხვევა, როდესაც თავიდან უჭირთ ნდობა, რადგან პროდუქტი ონლაინ იყიდება და არაა ხელშესახები, კითხვები აქვთ ხარისხთან, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ მათ ხარისხი არ მოეწონათ, თანხას დავუბრუნებთ. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ ყოფილა, რადგან როდესაც მათთან მიდის ნივთი, ისინი აღფრთოვანებულნი რჩებიან…
-იგეგმება თუ არა მამაკაცის ხაზის შემოსვლა “ანათეს” სივრცეში, თუ მხოლოდ ქალებისთვის “გაანათებთ”?
-დიახ, ვგეგმავთ გაფართოებას და დავამატებთ მამაკაცის საცვლებსაც, ასევე საღამურებს და თავის მოვლის საშუალებებსაც…
– კიდევ რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ?
-ჩვენ ასევე ვაწარმოებთ კოსტიუმებს. გვსურს, ქალბატონებს მოვარგოთ როგორც სექსუალური თეთრეული, რომელიც ჰაეროვნად და სასურველად აგრძნობინებთ თავს, ასევე შევმოსოთ იმ სამოსელით, რომელიც მათ თავს ძლიერად აგრძნობინებს და ორივეს ერთად ჩაცმის შემთხვევაში თავდაჯერებული და გაღიმებული იქნებიან.
-რა არის თქვენი (“ანათეს” გუნდის) მთავარი ღირებულება და ის პრინციპები, რომელსაც არასდროს გადაუხვევთ?
-ჩვენთვის მთავარია მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქტი, მისაღებ ფასად და არ გვყავდეს ერთი უკმაყოფილო მომხმარებელიც კი.
-აპირებთ თუ არა პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას?
-ჯერ ვფიქრობთ, გავზარდოთ ასორტიმენტი, გვქონდეს პროდუქცია ორსულთათვისაც. ასევე გავზარდოთ ცნობადომა საქართველოში, შემდეგ უკვე ვიფიქრებთ საზღვრებს გარეთ გატანაზეც
-რას ეტყოდით ერთგულ მომხმარებელს და მათ, ვინც ახლა შეიტყობს თქვენს შესახებ?
-ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, “შოურიმის” გახსნის საკითხზე ვმუშაობთ, შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე მოვიდნენ, შეარჩიონ “ანათეს” აქსესუარები, თეთრეული და “ანათონ” ჩვენთან ერთად.
რაც მთავარია, გვსურს ყველა ქალს ვუთხრათ: – უნიკალური ხართ, თქვენი შინაგანი სილამაზითა და შარმით, აუცილებლად უნდა ანათებდეთ, იღიმოდეთ.. ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად… “ანათე” კი შეეცდება თავი კიდევ უფრო თავდაჯერებულ, სრულფასოვან და ბედნიერ ქალად გაგრძნობინოთ.
ამასთან, თვალი ადავმნეთ ჩვენს INSTAGRAM და FACEBOOK გვერდებს, რადგან მომხმარებლებს ყოველდღიურად შევთავაზებთ აქციებსა და ფასდაკლებებს ჩვენს პროდუქციაზე.
ქალებო, “ანათეთ” ჩვენთან ერთად!!!