ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია მოსშოვში 9 მაისთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებებს ეხმიანება.
“მოსკოვური მედია, შეშფოთებული აქვეყნებს ტრამპის და დი ვენსის გუშინდელ გაnცხადებებს, რასაც სერიოზული დისონანსი შეაქვს კრემლის სადღესასწაულო განწყობაში:
-ტრამპმა თქვა—“ჩემი და პუტინის მაისში დაგეგმილი შეხვედრა საუდის არაბეთში- აღარ შედგებააო”!!!
ეს აშშ მხარის გადაწყვეტილება არის, რაც მოსკოვისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა….
-ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა—“რუსეთმა ზედმეტი მოითხოვაო…გამორიცხული არისო რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების რაიმე სახით დათმობაო!!!”
ამ განცხადებებით “ფანჯარა” დაიხურა—მოსკოვური ცრუნარატივიც:”ტრამპი მოვა—“დავლაგდებით”, საბოლოოდ განულდა…
ამ ცრუნარატივის იმედზე მყოფი სხვა ქვეყნების რუსეთუმეებიც დაღონდნენ უნგრეთში, სლოვაკეთში, სერბეთში და … “ოცნებაში”….@
ამერიკა, ეკონომიკური ნაბიჯით-იშვიათი მეტალების ხელშეკრულების მეშვეობით “შ ე ვ ი დ ა” უკრაინის ტერიტორიაზე… აღუდგინა სამხედრო დახმარება უკრაინას…
მისტერ Xi კი არის მოსკოვში, მაგრამ, ის ფრთხილობს, ვინაიდან, მომავალ კვირას, შვეიცარიაში აგზავნის ვიცე პრემიერს, სადაც შეხვდება აშშ ფინანსთა მინისტრს და დაიწყება მოლაპარაკებები…
აშშ-ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმება უკვე შედგა… ევროპას “ფანჯარა ეხსნება”…
მოსკოვისთვის ყველაზე ცუდი პროგნოზი ახდა—“ანგლო-საქსები” ისევ გაერთიანდნენ…
ჩრდილო კორეის ამარა დარჩენილ რუსეთი, ართუ სახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდა—მას მოუწევს ომის გაგრძელება “ანგლო-საქსების” და მათი “მეგობრების” სამხედრო პარტნიორ უკრაინასთან”- აცხადებს ყოფილი პარლამენტარი.