ირაკლი კობახიძემ მედიასთან 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი თქვა – „ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი.“
მისი განცხადება იხილეთ ბმულზე.