მალხაზ მაჩალიკაშვილი მზია ამაღლობელის გუშინდელ სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამს ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მიერ სახეში დარტყმის დროს, ტკივილი განიცადა.
მაჩალიკაშვილი ამის საპასუხოდ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: – “სიცოცხლის მანძილზე, არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებში და ვაინახებში, ნუ საერთოდ კავვასიურ ერებში, ის რომ კაცი ჩიოიდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო.”
“ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს!
57 წლის კაცი ვარ, ჩემი სიცოცხლის მანძილზე, არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებში და ვაინახებში, ნუ საერთოდ კავვასიურ ერებში, ის რომ კაცი ჩიოიდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო.
ამას რას მოვესწარით?
და ვინ საუბრობს ლგბტ-ზე, ოჯახის სიწმინდეზე?
დედა დეაო, და მამა მამა. ქოცები საუბრობენ რათქმა უნდა და გაბღავიან ამითი კაცობაზე დებენ თავს. ვაი შენ საცოდაობა საქართველო!” – დაწერა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.