შალვა პაპუაშვილმა მედიასთან არჩევნებში ოპოზიციის წარმატების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციას არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
„როგორ შეიძლება, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ესეც ხომ ბუნებრივია. ოპოზიცია ამომრჩეველს ჰპირდება ერთადერთ რამეს, რომ იმოქმედებენ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით, თუ მითითებებით. ოპოზიცია და ენჯეო სექტორი დღეს საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობენ, ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებ ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწესო. ამ დონეზე ესმით მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვუჯერებთ მხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის მათთვის პრობლემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.