Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კონსტანტინე გამსახურდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

May 9, 2025
კონსტანტინე გამსახურდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

პარლამენტის ბიბლიოთეკის თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სამწუხაროდ გვტოვებენ ადამიანები, რომლებთანაც დაკავშირებულნი ვიყავით და ვართ იმ დიდი, ეპოქალური მოვლენებით, რამაც ახალ, დამოუკიდებელ საქართველოს ჩაუყარა საფუძველი.
რამოდენიმე დღის წინ ბერლინში გარდაიცვალა ენვერ ნიჟარაძე, პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, ავტორი პოეტური კრებულებისა და უაღრესად საინტერესო წიგნებისა; (მაგალითად, გრ. რობაქიძეზე და ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე) მწერალთა კავშირის მდივანი მუხრან მაჭავარიანის თავმჯდომარეობისას, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ვიცეპრემიერი.
1992-1993 წლების მრისხანე ვანდეას შემდეგ მან აირჩია როგორც შინაგანი, ისე პირდაპირი ემიგრაცია და განრიდება ბერლინში, დააახლოებით ისე, როგორც ნოდარ წულეისკირმა სოფელ წერაქვში.
დაგვამახსოვრდა უაღრესად ქართული სულით და მართალი სიტყვით, ვინც უმძიმეს წლებში, ყოველ დღე მოკითხვას აბარებდა “საქართველოდან გროზნოსაკენ მიმავალ ღრუბელს.” (მისივე ლექსიდან)
ვაბრალებთ მონღოლს,
ვაბრალებთ ხაზარს,
ვაბრალებთ თურქეთს,
ვაბრალებთ ირანს.
ვაბრალებთ ჩეჩენს,
ვაბრალებთ კაზაკს,
ვაბრალებთ რუსეთს
შარაგზის ფირალს.
ვაბრალებთ მრუდე
განგების ისარს,
რომ გაგვიხლიჩა
ცა, უნაპრალო,
დაქცევას ჩვენსას
ვაბრალებთ ვის არ
ოღონდაც ჩვენ თავს
არ დავაბრალოთ.
(ენვერ ნიჟარაძე)
მსუბუქი ყოფილიყოს ბატონი ენვერის ნეშტისთვის ქართული მიწა. მისი სული კი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა თავისი მარადიულ სასუფეველში“, – წერს გამსახურდია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი
  • ავლაბრიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
  • „ყველაფერი მოხდა ასე…“ – რას ჰყვება თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, „ექსპო-ჯორჯიაში“ მომხდარი დაპირისპირების შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge