აბაშაში მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ირკვევა, ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა.
დაშავებულ მძღოლს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.მან გადაყვანაზე უარი განაცხადა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.