Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპაზე ითამაშებს

May 8, 2025
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპაზე ითამაშებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში, ტიტე კალანდაძის გუნდი საბერძნეთს დაუპირისპირდა და „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა დაძაბული მატჩი იხილა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და საბერძნეთი 7:5 დაწინაურდა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა – 10:10, თუმცა, პირველი ტაიმი მაინც ბერძნებს დარჩათ – 16:14. მეორე ნახევარში საბერძნეთი სამი გოლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ჩამორჩენა შეამცირეს.

კალანდაძის გუნდმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა – 20:20, შემდეგ კი ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა – 26:24. დარჩენილ დროში, ბერძნებს არაფერი გამოუვიდათ და საბოლოო ანგარიში 29:26 გახლდათ.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი არველოდი დიხამინჯია იყო – 7 გოლი. ირაკლი კბილაშვილმა 6 ბურთი შეაგდო, ერეკლე არსენაშვილმა – 5, გიორგი ცხოვრებაძემ – 4, ვახტანგ ხელისუფალმა – 2.

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე პოზიცია გაინაღდა, რაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გარანტიას იძლევა.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მაისს ისლანდიაში გამართავს. ევროპის ჩემპიონატი კი 15 იანვარს დაიწყება. მას შვედეთი, დანია და ნორვეგია უმასპინძლებს.

წყარო: CrystalSport

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge