გამოცემა „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს წარმომადგენელს, იურისტს თეა ლაღაძეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის შესახებ კითხვა დაუსვა.
ლაღაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ დავით რიჟვაძე, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსი იყო, აღარ არის პოლიციის თანამშრომელი.
მისივე თქმით, რიჟვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამასთან, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დავით რიჟვაძე დააკავეს.
„დავით რიჟვაძე არ არის დაკავებული“ –განაცხადა ლაღაძემ… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.