უნდათ, 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს. ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 26 მაისსზე საურიბისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ესეც არის „დიფ სთეითის“ დაკვეთა. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ თარიღებთან დაკავშირებით როგორი ხელოვნური დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერსო და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება. არაფერი უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი, სხვა ტიპის თარიღებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს 26 მაისს. ჩვენ, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ!“ – განაცხადა კობახიძემ.