გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.
აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
ამასთა, ის შეეხო შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას.
„გიორგობისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს. “მეგობარი აქტის” მიღება პოლონური ტელევიზიის არ იყოს ნამდვილი ატომური ბომბის დაცემა იყო “ოცნებაზე”.
ამ თითქმის ერთხმად მიღებული (წინააღმდეგ ხმა მისცეს მხოლოდ უკიდურესმა იზოლაციონისტებმა, რომლებიც ყველაფერს, რაც სხვა ქვეყნებთანაა დაკავშირებული ეწინააღმდეგებიან) კანონებით “ქართული ოცნება” გამოცხადებულია ქართულ კოშმარად და მთლიანად არალეგიტიმურ ხელისუფლებად.
ამერიკის დახმარება საქართველოსადმი (რომელიც თავის დროზე სიმწრით მოვიპოვეთ ზურაბ ჟვანიამ და მე, მივაღწიეთ რა იმას, რომ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ფინანსური დახმარებით მსოფლიოს ქვეყნების სამეულში შედიოდა) უქმდება და ივანიშვილის რეჟიმისადმი სანქციები მკვეთრად ძლიერდება.
სინამდვილეში საქართველოს ასეთი იზოლაცია მთლიანად ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებში შედის, თუმცა, თუ ჩვენ ამხელა მხარდაჭერა ჭკვიანურად გამოვიყენეთ ქვეყნის შიგნით, ჩვენს აქტიურ ბრძოლაში, “მეგობარი აქტი” მართლაც ის ატომური ბომბი აღმოჩნდება, რომელიც რეჟიმისგან არაფერს დატოვებს და სამშენებლო მოედანს გაწმენდს საქართველოს ასაღორძინებლად.
All I Can Say – GOD BLESS AMERICA! 🇺🇸“, – აღნიშნულია პოსტში.