ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია.
ამის შემდგომ კობახიძე მედიასთან სიტყვით გამოვიდა.
„ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს , დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ“, – თქვა მან.