აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.
ის შეეხო ცეცხლხის 3 დღით შეწყვეტის მნიშვნელობას და ასევე მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის, პოლიტიკას.
„პრეზიდენტმა პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც არც ძალიან ბევრად ჟღერს, მაგრამ ბევრია, თუ იცით, საიდან დავიწყეთ…
ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პუტინს სამი წლის განმავლობაში არ დალაპარაკებია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო და ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით, როდესაც გაიგებთ, რომ რეალური მსხვერპლი გაცილებით მაღალია, ვიდრე გამოქვეყნებული ციფრები. ეს ძალიან, ძალიან სასიკვდილო, საშინელი ომია“, – აღნიშნა ტრამპმა.