გუშინ ახალციხეში ტრაგედია მოხდა – მცირეწლოვანი ბავშვი ბაგა–ბაღში გარდაიცვალა.
ამასთან დაკავშირებით, „კვირის პალიტრამ“ ჩაწერა ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ – ჩვენ რაც ვიცით, ის ინფორმაციაა, რომ ბავშვს ბაგა-ბაღში მიყვანისთანავე მალევე აუწია ტემპერატურამ. რაც აღმზრდელებმა მაშინვე შეატყვეს. პარალელურად, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც. შესაძლოა, სანამ ესენი მოვიდოდნენ, ბავშვს ძალა გამოეცალა და აღმზრდელის ხელში ჩაეძინა. მაგრამ საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო, ყველაფერი საბედისწეროდ სწრაფად მოხდა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს გარდაცვალების მიზეზი რა იყო. ამ პატარა ანგელოზ ბიჭს რაიმე ინფექცია ჰქონდა თუ სხვა დაავადება. გამძლეობა მინდა ვუსურვო უპირველესად მის მშობლებს და ახლობლებს. არავის არასოდეს ვუსურვებ მსგავსი ტრაგედიის თუნდაც მოწმე გახდეს. ნათელი პატარას სულს“, – აღნიშნავს ის.
კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
