ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა და როცა აღმზრდელი გასაღვიძებლად შევიდა, მცირეწლოვანი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
ერთ-ერთ ვერსიაზე, რომ შესაძლოა, ბავშვს რამე საგანი ან საკვები გადასცდა, ექსპერტი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით, სასუნთქ გზებში უცხო ნივთი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.
ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და კერძო საბავშვო ბაღში დადიოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.