გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები – მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს? – ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და მაგიდაზე ის საჩივრები დაუდო, რომელიც კომისიის სხდომაზე მიიტანა და ეხება მის სადავო საქმეებს.
გელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი შევარდა მასთან დაკეტილ სახლში.