Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორი ცვლილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის

May 2, 2025
ორი ცვლილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის

2025 წლის 1-ელი მაისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.

ცვლილებები სესხის რეფინანსირების პროცესში

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ წესების დაცვა, ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მოუწევთ.

ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.

სებ-ის შეფასებით, ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

2025 წლის 1-ელი მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.

ამასთან, 2025 წლის 1-ელი მაისიდან საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

გარდა ამისა, 1-ელი მაისიდან დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე ფულადი სანქციები დაეკისრებათ.

კერძოდ, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.

საპენსიო სააგენტო განმარტავს, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 1000 ლარით.

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის აღება სავალდებულო ხდება

2025 წლის 1-ელი მაისიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის აღება სავალდებულო ხდება, ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას.

სააგენტოს ცნობითვე, აღნიშნული ნებართვის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იტალიიდან საქართველოში ფულად გზავნილებზე ემიგრანტების ნაწილს პრობლემები შეექმნა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • “მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge