Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნუ იტყუებით… ბევრი დაგცინით თქვენივე ნათქვამი სისულელის გამო”- ნინო წილოსანს ციხიდან წერილით მიმართავენ

May 1, 2025
“ნუ იტყუებით… ბევრი დაგცინით თქვენივე ნათქვამი სისულელის გამო”- ნინო წილოსანს ციხიდან წერილით მიმართავენ
საპატიმროდან  ნიკა კაცია “ქართული ოცნების” წევრს ნინო წილოსანს წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ნიკუშას წერილი ნინო წილოსანს 🙃
“აქვე გეტყვი ძალიან, ძალიან ბევრი დაგცინით, თქვენივე ნათქვამი სისულელების გამო, მეტი ინტელექტი ნინ!
მამას გოგო, ქ.ნინო წილო, გავიგე საპატიმროში არსებული ვითარებით იკვეხნით და რეჟიმის ტყვეებს საზოგადოების თანადგომას გვამადლით! :))) ჯერ ერთი, თუ მხნედ ვართ, ისევ ჩვენივე სიმართლისა და სამშობლოს სიყვარულის გამო და ეს უკანასკნელი, რუსული მოტივებით გაჟღენთილისთვის, ანუ თქვენთვის უცხოა. მეორე თუ რაიმე გაგვაჩნია აქ, ეს საზოგადოებისა და ჩვენი ოჯახების, მეგობრების დამსახურებაა და არა თქვენი რეჟიმის! რუსული რეჟიმის! როგორ არიან თქვენს მორჩილებაში მყოფი მონები, მონების-მონები, არ ვიცი და მეტი სიცხადისთვის გეპატიჟებით ჩემთან D-127 საკანში და მოვრძანდით თქვენი FB თუ TIKTOK LIVE_ით და ერთად დავათვალიერებინოთ ჩემი ტყვეობა ყველს, უწყვეტ რეჟიმში! შევახედებთ სააბაზანოში, დაგითმობთ სველ წერტილს უშუალოდ “კამერაში”, ერთ საოცარ კერძს შემოგთავაზებთ, სახელად “წყლის სუპი” რომელსაც კომბოსტოს ჩაშუშულის მსგავსად, აქ მყოფთა უმრავლესობა არ მიირთმევს. გასინჯეთ სოსისი წვნიანიც, რომელშიც წყალში სოსისები ტივტივებენ, როგორც წყლის სუპში კარტოფილები. თქვენვე დაგითმობთ მენიუში წიწიბურის ფაფას და თქვენი იყოს კვირაში ერთი ცალი ჭიებით სავსე ვაშლიც. შეიგრძენით აქაური ხმაური, როცა ვიღაცას მოპირდაპირე კორპუსში, პერსონალიდან ვიღაც უხეშად ესაუბრება, ვითომ ფსიქოლოგს უგზავნის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგიური ძალადობისთვის და როცა მორიგ ჯერზეც დაიკვეხნით და ჩვენი მხნეობის პოსტს გააზიარებთ, ბევრჯერ გვაბუქნავეს აქ რეჟიმის ტყვეობაში და ეს საზარელი ფაქტიც სახალხოდ დაგმეთ. ასევე მოუყევით საზოგადოებას რომ შეზღუდულია საოატინროში გასეირნების უფლებაც, რაზეც სახალხო დამცველსაც კი ხშირად მიუმართავს დეპარტამენტისთვის!
მოკლედ, ნუ იტყუებით და ნუ ატყუებთ საზოგადოებას. ისე თქვენც იყავით ჩემი რესპოდენტი, კობახიძის, მდინარაძის, თალაკვაძის თუ მათიკაშვილის მსგავსად და მაშინაც ატყუებდით საზოგადოებას!!!
თქვენი რუსული რეჟიმის ტყვე: ნიკუშა ბედნიერი კაცია”- წერია წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იტალიიდან საქართველოში ფულად გზავნილებზე ემიგრანტების ნაწილს პრობლემები შეექმნა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • “მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge