1 მაისს, ხუთშაბათს, საქართველოში ქარია მოსალოდნელი.
Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°, ზოგან +26°-მდე; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +16, +21°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +6, +11°, ზოგან +21°-მდე.