გუშინ, 14, ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას მომღერალი თემურ თათარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“ისე ამდენ ხალხს ირმა ინაშვილი ერთ ჩასტვენაში აგროვებს,” – წერს თათარაშვილი სოციალურ ქსელში.
“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით გამართული აქცია.
“პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით გამართული აქცია.
გუშინ, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
Aljazeera AFP-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე 50 000-ზე მეტი დემონსტრანტი იმყოფებოდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანები ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქცია-კონცერტი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე დაიწყო. “თავისუფლება მიშას” – ეს სიტყვები დააწერეს საქართველოს სახელმწიფო დროშებსაც, რომლებიც მოედანზე სააკაშვილის ფოტოებთან ერთად გამოფინეს, აქციაზე სიმბოლურად წითელი ვარდებიც გამოჩნდა.
შეკრება მიხეილ სააკაშვილის წერილობითი მიმართვით დაიწყო. სიტყვით გამოვიდნენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. როგორც ცნობილია, აქციას მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ადევნებდა თვალს.