ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები პირველ კომენტარს აკეთებენ
“ზუსტად 5 წუთში განვითარდა ყველაფერი. ვერაფერს ვერ გადაარჩენდი ისეთი მდგომარეობა იყო. 7-ის 10 წუთზე უკვე ცეცხლი ეკიდა უკანა პერიმეტრს მარტო. დაახლოებით 6:30 საათზე უკვე მოდებული იყო. ვერც სახანძრო ვერ გახდებოდა ვერაფერს”-ამბობს მოვაჭრე.
ცნობისთვის, თბილისში, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.