ჭიათურაში დაკავებულმა მაღაროელებმა გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს – ინფორმაციას “მთის ამბების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.
“ჩვენმა ადვოკატმა (სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრიდან) ვლადიმერ ქუთათელაძემ მოინახულა ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორი მათ არ უცემიათ და იმიტომ დააკავეს, რომ პროტესტს ჩამოაცილონ. მაღაროელებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ”, – წერს გელა მთივლიშვილი
დღეს, 29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 მონაწილე – აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი დააკავა.შსს-ს განცხადებით, გუშინ ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.