“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ამ ეტაპზე უცნობია, გადაიხდის თუ არა მელია გირაოს.
ცნობისთვის, “პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.