რუსეთის ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 111%-ით გაიზარდა – ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალება “ტასი”, რუსულ ავიაბილეთების საიტზე, Aviasales.ru-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, მაისის არდადეგებზე აჭარაში დასვენების საშუალო ხანგრძლივობა ერთი კვირა იქნება. ჯავშნების 7% ბავშვებზე მოდის. ამავე მონაცემების თანახმად, ეკონომ კლასის ავიაბილეთების საშუალო ფასი ერთ ზრდასრულ ადამიანზე 15,7 ათასი რუბლია, რაც 23%-ით ნაკლებია გასული წლის მაისის პერიოდთან შედარებით.