ერთი რამ ზუსტად ვიცი, დღეს აქციაზე არ წასვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რაც შესაძლოა, მთელი ცხოვრება ვერ აპატიოთ თქვენ თავს – ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მხადასაჭერ აქციასთან დაკავშირებით წერს.
მანამდე კვესიტაძე გამოეხმაურა ფაქტს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოემართებოდნენ, მოქალაქეები კონტრაქციით, ცოცხებით დახვდნენ.
“ქოცები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და გახდნენ ქოცხები.
დღეს იმდენი ცოცხი გაიყიდა, რომ ნადვილად ადუღდებოდა ეკონომიკა”, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
თავისუფლება მიშას – საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზედაიწყება. უკვე გადაკეტილია დედაქალაქის მთავარი მოედანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოემართებიან, მოქალაქეები კონტრაქციითა და პერფორმანსით დახვდნენ.
აქციის მონაწილეები ცოცხებზე დამაგრებული მეგის ქარდავას ფოტოებით და ყავარჯნებით თბილისი-ვაზიანი- თელავის საავტომობილო გზაზე შეიკრიბნენ და თბილისში, აქციაზე მომავალ ავტომანქანებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. როგორც მათ განმარტებით, ცოცხი და ყავარჯენი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სიმბოლო, რადგან სწორედ მათი რეჟიმის დროს ხდებოდა პატიმრების გაუპატიურება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები.
https://mix.metronome.ge/22390-2/