“მე არ მესმის იმ ადამიანების და ეხლავე წამშალოს ვინც ქარდავას და იმ მწამებელი სისტემის მხარეზე ხართ” – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, მომღერალი ზურა ხაჩიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომლითაც ის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ეხმაურება.
“ვინც დღეს მიტინგზე მიდიხართ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ ამის კონსტიტუციური უფლება, მაგრამ თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება დაუდგეთ ადამიანის უფლებებების დამრღვევ, მწამებელ, ტერორზე და შიშზე დაყრდნობილ ყოფილ ხელისუფლებას გვერდში. მე არ მესმის იმ ადამიანების და ეხლავე წამშალოს ვინც ქარდავას და იმ მწამებელი სისტემის მხარეზე ხართ”, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
თავისუფლება მიშას – საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზედაიწყება. უკვე გადაკეტილია დედაქალაქის მთავარი მოედანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოემართებიან, მოქალაქეები კონტრაქციითა და პერფორმანსით დახვდნენ.
აქციის მონაწილეები ცოცხებზე დამაგრებული მეგის ქარდავას ფოტოებით და ყავარჯნებით თბილისი-ვაზიანი- თელავის საავტომობილო გზაზე შეიკრიბნენ და თბილისში, აქციაზე მომავალ ავტომანქანებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. როგორც მათ განმარტებით, ცოცხი და ყავარჯენი არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სიმბოლო, რადგან სწორედ მათი რეჟიმის დროს ხდებოდა პატიმრების გაუპატიურება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები.
აქციაზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვას წაიკითხავენ.